Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსული ამერიკა - რა ტერიტორიებს ფლობდა რუსეთის იმპერია ჩრდილო ამერიკაში
ambebi.ge
12 January 2017, 09:22
1547 წელს რუსეთის ტახტზე ივანე IV-ე მრისხანეს ასვლის შემდეგ, ეს ქვეყანა მუდამ საკუთარი საზღვრებისა და ტერიტორიების გაფართოებით იყო დაკავებული. 150 წლის შემდეგ რუსეთის სამეფო უკვე ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს აკონტროლებდა. თუმცა არც ისე შორეულ წარსულში დიდი იმპერიის ფარგლები ევრაზიის კონტინენტსაც იყო გაცდენილი.

1648 წელს რუსმა მეზღვაურებმა ალასკა აღმოაჩინეს. არსებობს ვერსია, რომ შტორმში გემის დაღუპვის შემდეგ გადარჩენილმა ადამიანებმა ამერიკის სანაპიროზე დასახლება - კინგოვეი დააარსეს. 1700-იან წლებში, კონტინენტალურ რუსეთსა და დღევანდელ ალასკას შორის საზღვაო მიმოსვლამ რეგულარული ხასიათი მიიღო. არსებობდა ორი ძირითადი მარშრუტი - ბერინგის ყურის გავლითა და ალუეტის კუნძლების გასწვრივ.

ალუეტის კუნძულებზე მცხოვრები ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად (1763-1765 წლების აჯანჯების დროს რუსებმა 3-დან 5 000-მდე ალუეტი მოკლეს), თანდათანობით რუსებმა ამ მიწების ათვისება დაიწეს. 1772 წელს კუნძულ უნალაშკაზე პირველი რუსული დასახლება გაჩნდა.

იმპერიალისტული მანქანა სწრაფად მოქმედებდა. 1783 წელს ეკატერინე II ამერიკული მართმადიდებლური ეპარქია ჩამოაყალიბა. სახელმწიფო აპარატი მეწარმეებსა და ვაჭრებს ამერიკის ტერიტორიის ათვისებაში დახმარებისკენ მოუწოდებდა. ამ საქმის ხელშეწყობისთვის 1799 წელს უკვე პავლე I-ის მხარდაჭერით რუსულ-ამერიკული სავაჭრო კომპანია შეიქმნა.

რუსული ამერიკის დედაქალაქი 1802 წელს დაარსებული ნოვო-არხანგელსკი გახდა. დასახლება სწრაფად იზრდებოდა. 10 წლის თავზე აქ უკვე 200-ზე მეტი რუსი და 1000-მდე ინდიელი ცხოვრობდა. დასახლებას საკუთარი სკოლა, გემთსაშენი ვერფი, არსენალი, ეკლესია, სახელოსნოები ჰქონდა. შემდგომ წლებში აქ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ნაწილიც ბაზირებდა.

გაგიკვირდებათ და რუსეთი დღევანდელი კალიფორნიის ტერიტორიაზეც ფლობდა მიწებს. 1812 წელს სექტემბერში, მაშინ როდესაც რუსეთის იმპერია ნაპოლეონის არმიასთან ცდილობდა გამკლავებას, რუსულ-ამერიკული კომპანიის მრჩეველმა ივანე კუსკოვმა სან-ფანცისკოდან 80 კმ-ის მოშორებით როსის ციხესიმაგრე ააგო. ეს ამერიკაში ყველაზე სამხრეთით მდებარე რუსეთის ფორტ-პოსტი იყო. აქ დასახლებული რუსები უმეტესად მატყლის, ბეწვეულისა და ტყავის წარმოებით იყვნენ დაკავებულნი. რუსულ-ამერიკული კომპანია ადგილზე წარმოებული პროდუქციის ექსპორტისა და კონტინენტალურ რუსეთში გატანის საკითხებს აგვარებდა.

ჩრდილო ამერიკის ტერიტორიებზე საკუთარ პრეტენზიებს დიდი ბრიტანეთიც აცხადებდა. ამიტომაც მომავალში უთანხმოების თავიდან აცილებისთვის, 1825 წელს ხელმოწერილი ანგლო-რუსული კონვენციით ორივე იმპერიის საზღვრები მკაფიოდ განისაზღვრა.

მცირე დროით რუსეთს ჰავის კუნძულებზეც ჰქონდა საკუთარი გავლენა. ყველაფერი ერთმა შემთხვევითობამ განაპირობა. ძვირფასი ტვირთი, რომელიც კუვაის კუნძულთან შტორმში დაღუპულ გემზე იყო, ადგილობრივი ტომის ხელში აღმოჩნდა. ბელადთან მოლაპარაკებისთვის, რუსებმა წარმოშობით გერმანელი ანტონ შეფერი გაგზავნეს. წარუმატებლობის შემდეგ, შეფერმა ადგილობრივი ტომის მოსისხლე მტრებთან და მათ ბელადთან - ტომარისთან სცადა ბედი. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ადგილობრივებმა რუსებს კუნძულებზე სამი ციხესიმაგრის აგების უფლება მისცეს. მათ - ალექსანდრე I, მისი მეუღლის - ელისაბედისა და მხედართმთავრის ბარკლაი-დე-ტოლის სახელები დაარქვეს.

შორს მიმავალი სავაჭრო გეგმების სანაცვლოდ, შეფერი ტომარის 1 500 ჯარისკაცსა და რამდენიმე სამხედრო გემს დაპირდა. მაგრამ პეტერბურგში შეფერის გეგმებს არ იზიარებდნენ. ალექსანდრე I, რომელიც შორს მჭვრეტელობითა და სამომავლო პერსპექტივების დანახვის შესაძლებლობით არასდროს გამოირჩეოდა, ტომარის მხარდაჭერასა და ჰავაების საჭიროებაზე უარი თქვა.
შექმნილი ვითარებით ამერიკელებმა დაუყოვნებლივ ისარგებლეს და ტომარი გადმოიბირეს. ცოტა ხანში კი რუსებმა დაკავებული ციხესიმაგრეები დატოვეს.



1853 წელს რუსეთში ალასკისა და მთლიანად რუსული ამერიკის გაყიდვის მოსაზრება წამოიჭრა. ხელისუფლების აზრით, არამდგრადი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, შორეული კოლონიების შენახვა უფრო ძვირი იქნებოდა, ვიდრე მიღებული მოგება. მოლაპარაკებების შემდეგ, 1867 წლის 30 მარტს ვაშინგტონში ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, რუსული ამერიკის მფლობელობაში არსებული ტერიტორიები აშშ-ის მთარობამ 7,2 მლნ დოლარად შეიძინა. გაყიდული მიწების ფართობმა 1 519 000 კვადრატული კმ-ი შეადგინა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი